ჩვენს შესახებ


წვეულებათა სახლი “ს ა მ ო თ ხ ე” დაარსდა 2011 წლის სექტემბერში და მისი მთავარი საქმიანობა არის სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობა-გამართვა, როგორებიცაა: ქორწილი, იუბილე, ძეობა, ბანკეტი და ბიზნეს შეხვედრები. ასევე პერიოდულად ტარდება გასართობი შოუ-პროგრამები საახალწლოდ და სხვა ღირსშესანიშნავ დღეებისათვის.

ვინ ვართ ჩვენ?

დღეს წვეულებათა სახლ “ს ა მ ო თ ხ ე ს” წამყვანი ადგილი უჭირავს რეგიონში მსგავსი ტიპის დარბაზებს შორის. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე და გვსურს მივაღწიოთ მაღალ მიზნებს. საქმისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ ჩვენი ბიზნესი და ინტერესი ახალი პროექტებისაკენ მკვეთრად გაზარდა. ჩვენი არსებობის განმავლობაში:

  • 700 -ზე მეტი ქორწილი და 50-მდე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
  • გვყავს დაახლოებით 80-მდე დასაქმებული ადამიანი.
  • და მივიღეთ შესაბამისი გამოცდილება რათა მრავალფეროვანი პირობები შევთავაზოთ მომხმარებელს.
ჩვენი ფასეულობებია: პატიოსნება, ერთიანობა, პატივისცემა და ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ იმას რაც ნამდვილად შეგვიძლია.

ჩვენ ვაწარმოებთ საქმიანობას პატიოსნად, ვმოქმედებთ ეთიკური ნორმების ფარგლებში და ყოველთვის ვითვალისწინებთ თუ რა არის საუკეთესო ჩვენი მომხმარებლისათვის. ყველას ვექცევით ყურადღებით და პატივს ვცემთ მათ ფასეულობებს. ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ორივეს,ჩვენი და მომხმარებლის სარგებელი. ჩვენ ვმუშაობთ ეფექტურად და ვცდილობთ გადავლახოთ ყველა სახის წინააღმდეგობა, რათა დავაკმაყოფილოთ კლიენტის დინამიური მოთხოვნები. ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რათა არ დავტოვოთ უკმაყოფილო სტუმარი.